вторник, 7 апреля 2009 г.

ფერისცვალებისა


ქადაგება და სწავლა, აგვისტოს, ვ. ფერიცვალებასა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესსა: სულო ყოვლად წმინდაო შემეწიე ნეკრესელს, ამვროსის:

 


რამეთუ მოიღო ღჳთისაგან მამისა, პატივი და დიდება, ჴმა რომელი მოიწია მისა, ესე ვითარისა დიდად შვენიერებისა დიდებისა, ესე არს ძე ჩემი საყვარელი, რომელი მე სათნო ვიყავ: დასწერს წმინდაჲ მოციქული პეტრე, მეორესა შინა ეპისტოლესა, თავსა, ა, და რიცხვსა იზ, სახელითა მამისათა, და ძისათჳ, და სულისა, წმინდისათა, ამინ:

თუმცა სხვანიცა მრავალნი დიდებულნი ძალნი, და სასწაული ქმნნა სოფელსა შინა უფალმან ჩჳჱმან იესო ქრისტემან, ჩჳჱნისა სიყვარულისა და მოწყალებისათვის, მაგრამ დღეს მთასა ზედა აღსლვა, და თავის მოციქულებთან ამისთანას საკვირველის დიდებით განბრწყინებაც, ნათლის-ღების მზგავსად, ესეც თავისის ღჳთაების დარწმუნებისათვისაცა ქმნა რონ ღმერთი იყო და არის, მამისა და სულისა თანა არსი, და თანა დაუსაბამო და ამისთვის საუკუნო მამა, და დაუსაბამო ღმერთი ზეგარდამო ქუხდა: “ეგე არსო ძე ჩემი საყვარელი”, ვითარცა დასწერს მათე მახარებელი. და თჳთ ძე ღმერთი, კაცობრივის ჴორცით მდგომარე იყო სხვაფერ გაბრწყინებული. და სულისა წმინდისა ბრწყინვალებისა მოფენაც გამოაცხადა, ასეთის დიდებით გაბრწყინდა, ამ სამ წმიდის სამების გამოცხადებით, და ერთ ბუნებისა და ერთობის დანიშნვითა, რომ იმისმა ჭეშმარიტმა ღმერთობამა, რავდენის წლის გარდაცვალებული მოსე და ელია, ერთი ქვეყანით, და მეორე ზეცით ცოცხალნი წარმოადგინა თავის წინაშე, და განკვირვებული პეტრე გაოცებული ეტყოდა: უფალი თჳთო ქოხის ტალავარი გაგვაკეთებინეო რომ ერთში შენ დასდგეო ერთშ მოსეო, და ერთში ელიაო. ამისთანას ჭეშმარითის განცახედებულის სახით დაინახეს ამ ქრისტეს მოწაფეებმა. მაგრამ იმისთანა საკვირველის ნათლით განბრწყინვება ამასაც გამოაცხადებდა, რომ როგორც თჳთან გაბრწყინდა, ეგე ვითარის ნათლით გაბრწყინდებიან, და იმისთანა საუკუნო ნათელი შეემოსებათ, რომელნიც ღჳთის სათნონი, და კეთილნი გარდაიცალებიან, ვითარცა დასწერს მახარებელი თავსა, და რიცხვსა, ვითარმედ `მაშინ მართალნი გამობწყინდნენო ვითარცა მზე სასუფეველსა შინა ცათასა.

და კვალად ეს გაბრწყინვება ამისი გამოცხადებაც იყო, რომ მორწმუნეთა და ჭეშმარიტთა თვისთა აღმსარებელთა, შვილობა და ძეობა თვისი მოგვცა, ვითარცა დასწერს წმინდაჲ იოანე მახარებელი, ვითარმედ `მოსცა მათ ჴელმწფება შვილ ღჳთისა ყოფად რომელთა ჰრწამს სახელი მისი. მაგრამ აქ ორი საკითხავი კიდევ ესე გჳაქვს რომ, რაღა ეს ორი წინასწარმეტყველი აღადგინა, და იქ მოციქულებთან წარმოადგინნა. და ან ეს მარტო სამი მოციქული რად გამოირჩია პეტრე, იაკობ და იოანე, და სხჳანიც არ წაიყვანა. პირველად ამისთვის წარმოადგინნა ეს ორნი წინასწარმეტყველნი რომ, ძველში პირველნი, და თავნი ესენი იყვნენ, მოსე პირველი სჯულისმდებელი, და ზღვის ორად განმყოფელი, და ისრაილთ წინამძღომელი, და ღჳთის მხილველი, და რამდენის სასწაულის მოქმედი იყო.და ამ საკვირველის საქმისათვის ასე სწამდათ ისრაითა რომ, თუ ანგელოსს ღჳთის ბრძანებით იმისი საფლავი არ დაეფარა, ისრელთ რომ ეპოვნათ ღმერთად თაყვანისცემდენ. და ეგრეთვე ელიაც დიაღ მრაავლის სასწაულისა, და საკვიველის საქმეების მოქმედი იყო, და ვინაიდგან ერტი მკვდარიც აღადგინა, ამაზედ კიდევ უმეტესად სასოება დადებული ჰქონდათ. ამისთვის ეს ორნი დიდებულნი კაცნი წარმოადგინნა რომ ყოველთავე დაინახონ და ირწმუნონ რომ, ისინი ამისნი დაბადებულნი მონანი არიან, და ეს იმათი დამბადებელი და მბრძანებელი ღმერთი არს, და თავისს მონებასა, და სამსახურში წარმოადგინნა რავდენის წლის გარდაცვალებულნი, და თუ ვითარის შიშის, და მოწიწებით მდგომარენი ერთმანეთს ეზრახებოდნენ. ეს რა საკვირველება ვნახეთო, სად ვიყავითო, და ახლა სადა ვართო და ვინ მოგვიყვანაო. მაგრამ არაო მოსე ეტყოდა, ელიაო ,,მე რომ სინის მთაზე აღველო, ის მცნება და ბრძანება ფიცარზე დაწერილი ამან მამცაო, ეს ის ღმერთი არისო. და ეგრეთვე ილია ეტყოდა: `მე ქორებს მთაზე რო აღველო, ღრუბლით გამონიავ წვრილსა შინა, ეს მეზრახებოდაო, და მერმე ზეცას ცეცხლის ეტლითაც ამისის ბრძანებით აღვიტაცეო, ეს ის ღმერთი არისო. და ამისთანას ნიშნებით ამ სამთ მოციქულთ იცნეს რომ ის ერთი მოსე იყო, და მეორე ილია იყო. და სხჳანიც ითქმიან საღმრთოდ და წერილის ძალით განსამარტებელნი სიტყვანი, მაგრამ ჟამი არ მომცემს, და ესე ჴმა იყავნ ამისთვის, და აწ მთაზედ აღსლვისათვისცა მცირედ ვიტყოდეთ, ვითარმედ, მთად აღვიდა ლოცვად უფალი იესო ქრისტე რომ ჩვენც განკრძალვით და სასოებით ლოცვა გვასწაოს წინაშე ღჳთისა სავედრებელად; მთად აღსლვა, სოფლიერის ზრუნვისა და შფოთისაგან განშორებას დანიშნავს რომ ლოცვაზე წარდგომილებმა ჩჳჱნი გული და გონება ღჳთისა მიმართ აღვიყვანოთ და შევავედროთ. 

მთად აღვიდა, და განბრწყინდა უბრწყინვალეს მზისა, რათა ჩჳჱნ გვასწაოს ვითარმედ ლოცვითა და განკრძალულის მჴურვალის ვედრებითა, ჩჳჱნიც ცოდვისაგან დაბნელებული გონება ჩჳჱნი განათლდება და იკურთხება, ვითარცა დავით ღაღადებს ვითარმედ: ,,მოსცის ლოცვა მლოცველსა, და აკურთხნეს წელიწადნი მართლისანი". აღვიდა მთად უფალი იესო, და რავდენის წლის გარდაცვალებულნი ორნი იგი დიდნი წინასწარმეტყველნი წარმოადგინნა მსახურებად და მონებად წინაშე მეუფებისა თვისისა, და ამით გვასწავა, რათა ჩჳჱცა ცოდვითა ჩჳჱნითა დაცემულთა განვიღვიძოთ და აღვდგეთ, და სული და გონება ჩჳჱნი, ვითარცა ერთი მოსე, და ერთი ელია, სიმართლით, სიწმინდით, მორჩილებით წარუდგინოთ უფალსა ჩჳჱნსა იესო ქრისტესა.

აღვიდა მთად უფალი, იესო საყვარელნო, და თანა აღიყვანნა სამნი მოწაფენი თვისნი მოციქულნი, რათა ჩჳჱნცა გვასწაო, სახელისა ზედა წმინდისა სამებისასა თაყვანისცემა მამისა, და ძისა, და სულისა წმინდისა. და მტკიცედ გვაქვნდეს ყოველთაჲ სათნოებათა უმწვერვალესი სამი ესე კეთილნი საქმენი, პირველად სარწმუნოება, მეორედ სასოება, და მესამედ სიყვარული. ამისთვისა რომ ყოველნი კეთილნი საქმენი, სამთა ამით შინა შემოკრებულნი არიან, უკეთუ ჟეშმარიტითა გულითა ვიცოდეთ და დავიმარხოთ, რა არის სარწმუნოება, რა არის სასოება, და რა არუს სიყვარული. ამისთვის სამთა მოციქულთა მთაზე აღყვანება უმეტესად ამისი გამომაცხადებელი არის რომ, რადგან პეტრე მჴურვალე მოწაფე იყო იესოსი, და ჟეშმარიტად ძედ ღჴთისად აღმსარებელი მისი. ეგრეთვე იაკობ ჭეშმარიტისა გულითა სასოების დამდები, და მორწმუნე იესოსი. ხოლო იოანე მახარებელი და ღჳთისმეტყველი მარადის სიყვარულის მქადაგებელი, და მასწავლელი ვითარმედ `უკეთუ ძმა შენი გძულსო რომელიცა შენთანა არსო, ღმერთი ხომ არ გიხილავსოვითარ ძალგიძსო შეყვარებად მისისა.

ამისთვის ეს ამისთანას განგებით სამთა ამათმოციქულთათვის გავიგონოთ ქრისტიანენო, რომ თუ ღმერთი გიყვარს, პეტრე მოციქულსავით უნდა გვიყვარდეს და გვრწამდეს იგი `ყოვლითა გულითა, ყოვლითა სულითა, და ყოვლითა ძალითა. ვითარცა დასწერს თვით ცხოველი პირი, ლუკას შინა სახარებასა, ( თავსა ი, კზ. ) ეგრეთვე სასოება თუ გვაქვნდეს, იაკობ მოციქულსავით, შენი სასოება ჭეშმარიტის გულით ღმერთს მიანდევ, და რასაც სათხოველსა სთხოვ კიდეც აღგისრულებს, ეგრეთვე იოანე მახარებელისა კეთილსა და ტკბილს მოძღვრებას მიხედე რომ, თვით წმინდაჲ სახარებაც გიბრძანებს: `შეიყვარე მოყვასი შენიო.. მოყვასი შვილნო, ჩჳჱნს ძმას ქრისტესა ჰქვიან. თქჳჱნი თავისათვის კეთილი გინდოდესთ, და იმისი შემატება, და ქონება არ უნდა შეგშურდესთ, თუ ჭეშმარიტს გაიგონებ და დაიჯერებ ქრისტიანობის რიგი ეს არის.

უფალი იესო ქრისტე გიბრძანებს ,,უკეთუ გიყვარ მე, მცნებანი ჩემნი დაიმარხეთო. იმისი ბრძანება და მცნება როგორც პირველი ნათლის-ღება არის. ერგრეთვე წმინდას აღსარებას გვიბრძანებს, და წმინდას ზიარებასა. წელიწადში ერთხელ მაინც უნდა ეზიარნეთ, ჭეშმარიტი ქრისტიანობა ეს არის. და თუ არ დიდის მიზეზითა, სამისა და ოთხის წლით თუ უზიარებელი დადგა ვინმე, და ან კიდევ რომ თავის დღეშიი არ ზიარებულიყოს, ოჰჰ ღმერთმა ნუ ქნას ამისთანა ქრისტიანე, ჭეშმარიტად ამისთანას თუ ან სივდილის დღეს აზიარებს ვინმე, და ან დამარხავს, და ან უწირავს ვინმე, ის მღჳდელი ღჳთისაგანაცა, და სჯულის კანონისაგანაც დაყენებული, და დასჯილი არს.

ეგრეთვე რომელიც მკითხავს აკითხვინებს, და ან ბეჭი და სიზმარი სწამს, და ან სხვა რამ ჯადეგი და საწამლავი იცის, იმას ზიარება არ მიეცემა ჭეშმარიტად არას დროს ღირსი არ არის, მანამ დიდად არ შეინანებს.

 

ესე და ამისთანა სწავლა ქადაგებათვით ჩემს სამწყსოს ეკლესიებში მიმიცნია და წარმიგზავნია. რომელიც ქრისტეანობის წესი და რიგი არის, ჩჳჱნი ვალი არის რომ გამცნოთ და მოგახსენოთ, და თქჳჱნი ეს არის რომ უნდა აგაიგონოთ, და დაიჯეროთ.

ვალი გაქჳსთ რომ კვირასა და უქმეს დღეს წირვა და ლოცვა მოისმინოთ, და სეფისკვერი აიღოთ და ის დღე არ გასტეხოთ.

ვალი გაქჳათ რომ საღმრთო კაცი გიყვარდესთ, და ავი და ურიგო არა აკადროთრა, რადგან უკვდავის მსხვერპლის შემწირავი არის.

ეგრეთვე რომელიც წმინდათ მამათაგან დაწერილი და განწესებული მარხვები არის, წმინდად უნდა შეინახოთ, და სახსნილო არა სჭამოთ.

თქჳნ შვილებს იმავ სიყრმიდგან ქრისტეანობა უნდა ასწავლოთ, და ეგრეთვე თქჳჱნი შვილებიც თქჳჱნი მორჩილნი უნდა იყვნენ, თორემ ორთავ ღმერთი მოგკითხავსთ, და შეგრისხავთ მშობელთაცა, და ურჩთა შვილთაცა.

ნუ გიყვარსთ შვილნო ღჳთის ფიცი. ნურც სიცრუვით ქცევა, და ნურც მზაკვრობა რომ პირად სხვა იყოთ, და გულით სხვა იყოს, ეს ქრისტეანობის წესი არ არის. ეგრეთვე არცა ჩხუბი და შფოთი, არც ენის მიტანა, არც ზრახვა და განმკითხველობა, ესენი ქრისტეანობის რიგი არ არის.

ეგრეთვე: მტერობა, შური, უმძრახობა, პარვა, ტაცება, ვალის მიუცემლობა, მუშის ფასის დაკლება, თავსაცილი, ცილისწამება, ბილწი ლაპარაკი, და უმოწყალეობა, ესეები ყოველივე ჩჳჱნის საუკუნოს ცხოვრებისა და სასუფეველისაგანდამკარგავი წარმწყმედელიდა კეთილისაგან გამომახვებელი არის. ამ ჩემგან მოხსენებულსა. თვით წმინდაი მოციქული დასწერს და დაამტკიცებს პირველსა კორინთელთას მიმართსა შინა ეპისტოლესა, (თავსა კ, და თ), ვითარმედ `არა უწყითა რამეთუ ცრუთა სასუფეველი ღჳთისა ვერ დაიმკვიდრონო. ნუ სცთებითო, არცა მეძავთა, არცა მემრუშეთა, არცა ანგართა არცა მპარავთა, არცა მტაცებელთა, არცა მამისა და დედის მაგინებელთა და არცა მფუცავთა, და სხÂათა ესე ვითარისა მოქმედთა, სასუფეველი ღჳთისაი ვერ დაიმკვიდრონ, ესეები რაც მოგახსენე, და წმინდამ მოციქულმაც დაგვიწერა, ამაებზე ვინც ხელს არ აიღებს, და შეინანებს, ვითარცა მრავალთა შეცოდებულთა ვხედავთ შენანებულთა, და მოწყალებითა ღჳთისათა საუფეველად აღსრულთა, და ჩჳჱნდაცა მეოხად მოსალოდებელთა, იგინი ღÂთისაგანაც იდიდებიან, და ამ სოფელსაც მადლითა ღჳთისათაი ისახელებიან. ამისთვის ყოველნი ვევედრნეთ ჩჳჱნის მოწყალებისა და ცხონებისათვის ქვეყანაზე მოსრულს უფალსა იესო ქრისტესა, რომელსაც დღეს წმინდა ეკლესია იმის ღÂთაებითა და დიდებით განბრწყინვებასა და ფერის ცვალების დღესასწაულს გვახარებს. ამას ვევედრნეთ რომ როგორც თავისის ეგოდენის ვნებითა და ჩჳჱნის სიყვარულისათვის ჯჳარცმითა და მისის სისხლის დათხევით საუკუნოს ჯოჯოხეთიდამ გამოგვიხსნა. ეგრეთვე ქჳჱყანა ესე ჩჳჱნი საქართველო ქართლი და კახეთი ამდენხანს უსჯულოს მტერისაგან ტანჯული შეწუხებული გამოიხსნას, და ერთი მშვიდობის ხმა გაგვაგონოს საქართველოში. შთაუთხრას გულსა, და ძალი და შეწევნა მისცეს უდიდებულესს დიდსა რუსეთის ხელმწიფეს იმპერატორს ალექსანდრე პავლეს ძეს, რათამცა შეწევნა, და მოწყალება, და საფარველი თვისი არა მოგვაკლოს, და ყოველნი მტერნი და ორგულნი მისნი დასცნეს, და დაუმდაბლნეს მადლმან და ძალმან ღÂთაებისა დიდებისა ქრისტეს ფერისცვალებისამან მამისასა, და ძისა, და წმინდისა სულისამან, რომელსა თაყვანისცემა შვენის უკუნისამდე ამინ